სემელე-ლიქიორი
2023 წელს ვაჟას ქალიშვილებმა — ელისო და სალომე უზუნაშვილებმა — წარადგინეს ახალი პროდუქტების ხაზი: ''Semele'' ლიქიორები, დამზადებული საფერავის ღვინის ბაზაზე , ალუბალისა და მაყვლის ბუნებრივი ექსტრაქტებით.
ლიქიორებს ახასიათებთ ძლიერი ტანინები, რბილი სიტკბო, ბალანსირებული სტრუქტურა და ნათელი ფერი. იდეალურია როგორც სუფთა სახით, ასევე კოქტეილებში ან დესერტებთან — შოკოლადის ტორტთან, ხილის სალათებთან, ან ბლინებთან.