ხართ თუ არა 18+ წლის ასაკის?
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვა. მოცემული პოლიტიკა განმარტავს, როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს მონაცემებს.

 

1. რა შემთხვევაში ვაგროვებთ ინფორმაციას

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როდესაც:

  • ავსებთ საკონტაქტო ფორმას ვებგვერდზე

  • გვიკავშირდებით ტელეფონით, ელფოსტით ან სოციალური ქსელით

  • რეგისტრირდებით ჩვენს ვებგვერდზე ან/და ახორციელებთ პროდუქციის ონლაინ შეძენას
  • იწერთ სიახლეებს ან მარკეტინგულ შეთავაზებებს

 

2. რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი მონაცემები:

  • სახელი და გვარი

  • ტელეფონის ნომერი

  • ელფოსტის მისამართი

  • მისამართი

  • ჩვენთან კომუნიკაციის ისტორია

ჩვენ არ ვამუშავებთ საბანკო ბარათის დეტალებს ვებგვერდის მეშვეობით.

 

3. როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

თქვენი ინფორმაცია გამოიყენება იმისთვის, რომ:

  • დაგიკავშირდეთ და მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია

  • მოგაწოდოთ შეძენი პროდუქცია თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე
  • გაგაცნოთ ახალი შეთავაზებები (თუ თანხმობას მოგვცემთ)

  • გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება და ვებგვერდის ფუნქციონირება

 

4. ინფორმაციის შენახვის ვადა

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით ან იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა მომსახურების გაწევისთვის.

 

5. ინფორმაციის გაზიარება

თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გაზიარდეს მხოლოდ:

  • ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან, რომლებიც ჩართული არიან მომსახურების პროცესში

  • სახელმწიფო ორგანოებთან, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა

ჩვენ არასოდეს ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე.

 

6. მონაცემთა უსაფრთხოება

ვიღებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი ინფორმაციის უნებართვო წვდომის, დაკარგვის ან გავრცელებისგან დასაცავად.

 

7. თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ არსებულ მონაცემებზე

  • მოითხოვოთ მონაცემების გასწორება ან წაშლა

  • უარი თქვათ მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხებით.