უზუნაშვილების ოჯახში ღვინის დაყენების ტრადიცია 200 წლის წინ დაიწყო...1829 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში ისინი მაღალკვალიფიციურ მეღვინეებად მიიჩნეოდნენ. მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძის ოჯახს ტრაგედია დაატყდა და თავისი მამული რუსეთის საიმპერატორო კარს გადასცა, უზუნაშვილები კვლავ ერთგულად განაგრძობდნენ მამულის ვენახების მოვლა-პატრონობასა და ღვინის დამზადებას, რომელიც ცნობილი იყო როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის ბოლო იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ მიხა უზუნაშვილი საიმპერატორო მედლით დააჯილოვა, ამასთანავე, მას სიგელი გადასცა "კეთილშობილური და გამორჩეული მეღვინეობისთვის". საბჭოთა ანექსიის შემდეგ უზუნაშვილებს სამეფო წარმოშობის ყველა ჯილდო და მათ შორის ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში დაკისრებული ფუნქცია - მოვალეობები ჩამოერთვათ. თუმცა, ღვინის დაყენების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცა, დაიხვეწა და გასრულყოფილდა.
თანამედროვე მარნის ისტორია
დღეს უზუნაშვილების მუკუზნის მარნის საქმიანობას ხელმძღვანელობს ვაჟა უზუნაშვილი, ოჯახის მე-11 თაობის მეღვინე, რომელსაც მეღვინეობაში 35 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მან განათლება უკრაინასა და საფრანგეთში მიიღო და მუშაობდა ისეთ წამყვან საწარმოებში, როგორებიცაა ''მუკუზნის ღვინის ქარხანა N2'', ''Shabo'', ''GWS'', ''Royal Khvanchkara'' და ''Sanavardo Wine''.
მარანი მდებარეობს კახეთში, მუკუზნის მიკროზონაში — კერძოდ სოფელ მუკუზანში, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მევენახეობის ზონაში.
ვენახების მოვლა და ყურძნის კრეფა სრულად ხელით ხდება, ხარისხისა და ბუნებრივობის შესანარჩუნებლად. მარანი მოიცავს ქვევრებსა და სადეგუსტაციო სივრცეს, სადაც სტუმრებს ქართული მეღვინეობის სიღრმეში შთაბეჭდილების მიღება შეუძლიათ.